საფრანგეთმა საკურიერო სამსახურები 672 მილიონი ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთმა საკურიერო სამსახურები 672 მილიონი ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთმა საკურიერო სამსახურები 672 მილიონი ევროთი დააჯარიმასაფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა 20 კომპანიას საერთო ჯამში 672,3 მილიონი ევროს ჯარიმა გამოუწერა. სიაში მოხვდნენ ისეთი კომპანიები, როგორიც არიან DHL, FedEx და TNT.

რეგულატორის აზრით, კომპანიები და სავაჭრო ასოციაციები, რომელშიც ისინი შედიან, ტარიფის ყოველწლიურ მომატებაზე იყვნენ შეთანხმებული 2004-2014 წლების მანძილზე.
ტარიფის ყოველი გაზრდისას კომპანიები მრგვალ მაგიდებს აწყობდნენ, სადაც განიხილავდნენ მომავალ ფინანურ მატებებს – აცხადებს უწყება. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები საიდუმლოდ მიმდინარეობდა.
კომპანიების მოქმედებები, რეგულატორის აზრით, საფრანგეთის მთელს ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებდა.
აღნიშნული ჯარიმა უკანასკნელი 15 წლის მანძილზე სიდიდით მეორეა, რომელიც ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოწერა.

banner
წინა სტატიაშილონდონის Sotheby’s აუქციონზე მაოს 1937 წელს დაწერილი წერილია გამოტანილი
შემდეგი სტატიაCPT: ქართულ ციხეებში პატიმრებს არასათანადოდ ეპყრობიან და ამცირებენ