საფრანგეთი მოუწოდეას აკეთებს პანამის ოფშორული ზონები “სავ სიაში” შეიტანოს

პანამური კომპანია Mossack Fonseca-ის მიერ არადეკლარირებული კომპანიების შესახებ ჟურნალისტ-გამომძიებელების გამოქვეყნებული მასალების შემდეგ, საფრანგეთმა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას მუწოდა, პანამა ოფშორული ზონების “შავ სიაში” მოათავსოს.
“პანამური დოკუმენტებიდან” ჩანს, რომ კომპანია Mossack Fonseca ხშირ შემთხვევაში კლიენტებს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა იმისათვის, რომ მათ გადასახადებისათვის თავი აერიდებინათ, ან გაქცეოდნენ სხვადსხვა სანქციებს.
ადრე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, მიშელ საპენმა პარლამენტში განაცხადა, რომ პარიზი პანამას ისევ შეიყვანს არაკეთილსინდისიერი საქმიანი რეპუტაციის მქონე ქვეყნების სიაში.

პანამის მთავრობამ მოწოდებას არაკეთილსინდისიერი და დისკრიმინაციული უწოდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება პრემიერმინისტრს უკვე გადაეგზავნა
შემდეგი სტატიაპოროშენკო ოფშორების უკრაინაში აკრძალვას აპირებს