საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება პრემიერმინისტრს უკვე გადაეგზავნა

საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერმინისტრს უკვე გადაეგზავნა.
პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დანიშნა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO)თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთი მოუწოდეას აკეთებს პანამის ოფშორული ზონები “სავ სიაში” შეიტანოს