საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს მომავალი წლის მესამე კვარტლიდან განვახორციელებთ- პრემიერი

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით მომავალი წლის მესამე კვარტლიდან საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყება, რაც სავალდებულო დაგროვებაზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს:

„ეკონომიკური რეფორმების კუთხით უკვე წამოვიწყეთ საპენსიო სისტემის რეფორმაც. მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩვენ საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს განვახორციელებთ. სავალდებულო დაგროვებაზე დაფუძნებული საპენსიო სისტემა, ერთი მხრივ, სათანადო ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფს მომავალ პენსიონერებს, ხოლო მეორე მხრივ, დაუყოვნებლივ შექმნის ასობით მილიონი ლარის ადგილობრივ, გრძელვადიან საინვესტიციო კაპიტალს.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს საქართველოს დასახმარებლად 34 მილიონ 100 ათასი დოლარის გამოყოფას გეგმავს
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე : კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია