სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს საქართველოს დასახმარებლად 34 მილიონ 100 ათასი დოლარის გამოყოფას გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასახმარებლად 2018 წელს 34 მილიონ 100 ათასი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს- ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში.

განმარტებით ბარათში მოცემულია დახმარების პროგრამები, რომლებშიც საქართველო მოხვდა. კერძოდ, “ევროპის და ევრაზიის” დახმარების პროგრამაში სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის 28 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს. 3 მილიონი დოლარი გათვალისწინებულია საქართველოში ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლისთვის. კიდევ 0.9 მილიონი სტრატიგიული ვაჭრობის კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციაზეა გათვლილი. 2.2 მილიონი დოლარი განსაზღვრულია ქართველი ჯარისკაცების წვრთნის პროგრამებისთვის. საქართველო ასევე მიიღებს დახმარებას, რომელიც რეგიონში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დასახმარებლადაა გათვალისწინებული. სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სამხედრო დახმარებისთვის თანხა გათვლილი არ არის.

“სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა მათ საკუთარი მომავლი თავად განსაზღვრონ, როდესაც ისინი ატარებენ კრიტიკულ რეფორმებს პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკის და თავდაცვის განსამტკიცებლად. სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ მხარს უჭერს მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას”. ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტში. განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ “რუსეთის აგრესია უკრაინაში, ყირიმის, საქართველოს და მოლდოვას ნაწილების ოკუპაცია ეწონააღმდეგება სუვერენიტეტის და ტერიტორიულო მთლიანობის საერთაშორისო პრინციპებს“.

banner
წინა სტატიაშიმთავრობას მოვუწოდეთ, ვენეციის კომისიის მოსაზრებები გაითვალისწინოს -ბრიჯიტ ბრინკი
შემდეგი სტატიასაპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს მომავალი წლის მესამე კვარტლიდან განვახორციელებთ- პრემიერი