სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში Google Hash Code-ის შეჯიბრს მასპინძლობს

commencement_BethChee6ხუთშაბათს,  11 თებერვალს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში გაიმართება Google Hash Code – პროგრამირების მსოფლიო კონკურსი.

 

Google Hash Code არის გუნდური შეჯიბრი პროგრამირებაში სტუდენტებსა და პროფესიონალებს (18+) შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ითვალისწინებს ინჟინრული ამოცანის რეალურ დროში გადაჭრას. 2016 წელს Google Hash Code-ის დაახლოებით 250 საკონკურსო ცენტრი გაიხსნა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. კონკურსი საქართველოში წელს პირველად ჩატარდება.

 

თბილისში ამ კონკურსში დარეგისტრირდა დაახლოებით 100 პროფესიონალი და სტუდენტი საქართველოდან, მათ შორის 14 გოგონაა. მონაწილეები 4 საათის განმავლობაში იმუშავებენ Google-ის მიერ მოცემულ საინჟინრო ამოცანაზე, შემდეგ კი გაგზავნიან პასუხებს საკონკურსო სისტემაში. გამარჯვებულების ვინაობა 15 თებერვალს გახდება ცნობილი.

 

Google Hash Code-ის ფინალი 14 მარტს გაიმართება. გუნდები, რომლებიც დააგროვებენ მაღალ სარეიტინგო ქულას, მიწვეულნი იქნებიან საფრანგეთში Google-ის პარიზის ოფისში. ფინალურ ტურში გამარჯვებულებს კომპანია Google გადასცემს საინტერესო საჩუქრებს, რომლებსაც წინასწარ არ აანონსებს.

 

კონკურსის მონაწილეები რეგისტრაციისას ასევე აგზავნიან თავიანთ რეზიუმეს, კომპანია Google-ის დაინტერესების შემთხვევაში კი მათ შესაძლოა თანამშრომლობის შეთავაზებაც მიიღონ.

 

STEM (Science, Technology, Engineering, Math) დარგების განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკის და ინდუსტრიის განვითარებას. Google Hash Code-ის ტიპის კონკურსები მონაწილეებს აძლევს დიდ გამოცდილებას და პროფესიული განვითარების მოტივაციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

სოფიო ჭაავა 577042288 schaava@mail.sdsu.edu

SDSU – საქართველო | Georgia.sdsu.edu | www.facebook.com/SDSU.Georgia

banner
წინა სტატიაშიციხისძირში დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას