პრემიერ-მინისტრი მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

news
ავტ.: news თებერვალი 11, 2016 19:37

პრემიერ-მინისტრი მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.

პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა კონფერენციის თემატურ პანელზე – “სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისკენ”.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან, სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორთან, ესტონეთის პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესთან, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან. საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგს და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილო დუკანოვიჩს.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან.

გიორგი კვირიკაშვილი კონფერენციის ოფიციალური გახსნის, საზეიმო მიღების ცერემონიას და ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრება.

საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 14 თებერვალს დატოვებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

news
ავტ.: news თებერვალი 11, 2016 19:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,286
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics