სამტრედიაში, გომის თემში ძლიერი წვიმის შედეგად არხები ჩაიხერგა

სამტრედიაში სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან. უხვმა ნალექმა გომის თემის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

სოფელში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების მიუხედავად, ძლიერი წვიმის შედეგად არხები კვლავ ჩაიხერგა, რამაც გზის დატბორვა გამოიწვია. სოფელში ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.

ამ ეტაპზე დაბლა გომსა და დაფნარის ტერიტორიაზე ტექნიკის მიერ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში12 ივლისამდე არამდგარდი ამინდია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ვარშავაში ნატოს სამიტზე დასასწრებად უკვე მივიდა