12 ივლისამდე არამდგარდი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში აღინიშნა წვიმა, ზოგან – ძლიერი.

უხვი ნალექების რაოდენობამ შეადგინა: სენაკი – 64 მმ, სამტრედია – 42 მმ, ჭალადიდი – 21 მმ, ნოქალაქევი – 27 მმ, ხაიში – 20 მმ, დიმი – 26 მმ, ზესტაფონი – 23 მმ, ტბეთი – 48 მმ, ახალციხე – 22 მმ, ბათუმი – 57მმ.

პირველადი ინფორმაციით, უხვი ნალექისა და მდინარე სულორის ადიდების შედეგად დაზარალდა ვანის მუნიციპალიტეტი. სპეციალისტების განმარტებით ამჟამად ენგურის მარჯვენა შენაკადი – მდინარე ხაიშურაა ადიდებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივლისამდე არამდგარდი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის საფინანსო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატიასამტრედიაში, გომის თემში ძლიერი წვიმის შედეგად არხები ჩაიხერგა