სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორის საცხოვრებელი სახლის დაიწვა

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ვიცე-გუბერნატორის, კობა ქანთარიას საცხოვრებელი სახლის დაიწვა.

როგორც „თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, განადგურდა სახლის დიდი ნაწილი და ოჯახის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც ეზოში იდგა.

შემთხვევის დროს სახლში ვიცე-გუბერნატორის ოჯახის ერთ-ერთი წევრი იმყოფებოდა, რომელიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიბიბილაშვილი:ბოკერია-უგულავას გუნდი ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას უპირებს
შემდეგი სტატიაიერუსალიმში სატვირთომ ხალხი გაიტანა