იერუსალიმში სატვირთომ ხალხი გაიტანა

იერუსალიმის ცენტრში, ძველ ქალაქთან ახლოს, სატვირთო ხალხში შეიჭრა. დაშავებულია მინიმუმ 15 ადამიანი. “ბიბისის” ცნობით, გარდაიცვალა 3 ადამიანი, თუმცა, სხვა სააგენტოები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
პოლიციის წარმომადგენელმა რადიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ მომხდარი ტერაქტი იყო.
ცნობილია, რომ სატვირთოს მძღოლს სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.
ჯერჯერობით, სხვა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორის საცხოვრებელი სახლის დაიწვა
შემდეგი სტატიამეხიკოში საწვავის ფასის გაზრდის გამო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება