სალომე ჩარკვიანს პარლამენტის დეპუტატები თავდებში უდგებიან

„ცენტრ პოინტ აჭარის“ გაყიდვების მენეჯერის სალომე ჩარკვიანის დაკავებას საზოგადოება აპროტესტებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ 3 მცირეწლოვანის დედა, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
დღეს კი გაირკვა, რომ პარლამენტის 6 დუპუტატი სალომე ჩარკვიანს თავდებში უდგება. სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ ეარადგინა შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ხელს ასეწენ: გია ჟორჟოლიანი, გოგი თოფაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, ზურაბ ტყემალაძე, თამაზ ყაჭეიშვილი და ზაზა პაპუაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, ასევე თავდებობის სურვილი გამოთქვა მეუფე გერასიმემაც და შესაბამისი წერილი სასამართლოს წარუდგინა. ამის საფუძველზე სალომე ჩარკვიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნული პირების თავდებობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს, ალტერნატივის სახით კი გირაო 20 ათასი ლარი შესთავაზა.

ცენტრ პოინტის საქმეზე გუშინ მაია რჩეულიშვიი და მისი ვაჟი დააკავეს. გამოძიება მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე დაკავებულ ირაკლი მინდელსადა სალომე ჩარკვიანს თანხების მითვისება-გაფლანგავს ედავება.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს 18 ივლისს ქუთაისში წარადგენს
შემდეგი სტატიავენესუელაში პროდუქტების მიწოდებას არმია აკონტროლებს