ვენესუელაში პროდუქტების მიწოდებას არმია აკონტროლებს

11ვენესუელას არმიამ კონტროლქვეშ აიყვანა პორტები და კვების საწარმოო ობიექტები, მოსახლეობისათვის მედიკამენტებისა და საჭმელის განაწილების მიზნით.
პრეზიდენტმა ნიკოლას მარუდომ არმიას წარმოების კოორდინირება და კვების პროდუქტების განაწილება დაავალა.
ვენესუელა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, ქვეყანაში პირველადი ნივთების დეფიციტია – “ბიბისი” წერს.

გასულ კვირას ვენესუელამ 12 საათით კოლუმბიასთან საზღვარი გახსნა, რომ ხალხს პირველადი მოხმარების ნივთების და მედიკამენტების ყიდვა შეძლებოდა.
მარუდოს განკარგულებაში ნათქვამია, რომ ახალი ზომები გამოწვეულია “ეკონომიკური ომით”, რომელსაც, პრეზიდენტის აზრით, აშშ აწარმოებს მისი რეჟიმის ჩამოგდებისა და ოპოზიციის მხარდაჭერის მიზნით.
ვენესუელას ოპოზცია ამბობს, რომ კრიზისი მთავრობის უუნარობით არის გამოწვეული და პრეზიდენტისა და ხელისუფლების გადაყენების მოწოდებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

122

ვენესუელა ძალიან ცოტა სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებს. ქვეყნის შემოსავალი ნავთობის ექსპორტია, რომ პროდუქტების იმპორტირება შეძლოს.

banner
წინა სტატიაშისალომე ჩარკვიანს პარლამენტის დეპუტატები თავდებში უდგებიან
შემდეგი სტატიატელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის “ქრონიკის” კორესპონდენტმა გურამ როგავამ ტელეკომპანია დატოვა