საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დღეს დასახელდება

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის დასახელება ოფიციალურად დღეს მოხდება. შესაბამის აქტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოსცემს, რომელიც ამავდროულად კომისიის ხელმძღვანელიცაა.

კომისიაში 23 ადამიანი მმართველ გუნდს ეყოლება, 8 ნაციონალურ მოძრაობს, 2 პატრიოტთა ალიანს და თითო-თითო დანარჩენ პარტიებს. 20 კვალიფიციური სუბიექტიდან, კომისიაში მხოლოდ 6 მოხვდა.

კომისიის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი რომელიც კომისიაში ვერ მოხვდა და სხვა პარტიებსაც ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

ამ დროისთვის უცვლელია პრეზიდენტის პოზიციაც, კომისიის მუშაობაში არს მისი წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

დღესვე უნდა გახდეს ცნობილი თუ ვის მიიწვევს ხელისუფლება ქვეყნის მთვარ კანონზე სამუშაოდ არასამთავრობო სექტორიდან და დამოუკიდებელი კონსტიტუციონალისტების შემადგენლობიდან.

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება, ხოლო თუკი ეს მოხდება, სოციალურად დაუცველ ფენას არ დააწვება – ვიქტორ დოლიძე
შემდეგი სტატიაგურჯაანში პრობაციის ახალი ოფისი გაიხსნა