იმედი მაქვს, სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება, ხოლო თუკი ეს მოხდება, სოციალურად დაუცველ ფენას არ დააწვება – ვიქტორ დოლიძე

იმედი მაქვს, სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება, ხოლო თუკი ეს მოხდება, სოციალურად დაუცველ ფენას არ დააწვება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

ამასთან, დოლიძის შეფასებით, ჯერჯერობით არ იკვეთება რეალური სურათი იმისა, რომ შესაძლოა დენის და გაზის ტარიფმა მოიმატოს.

”რაც ვნახე, მათ შორის სემეკის განცხადებებიდან გამომდინარე, ის რომ გაიზრდება გაზის ან ელექტორენერგიის ტარიფი, ამის აუცილებლობა და რეალური სურათი ჯერჯერობით არ ჩანს. მთავრობა სემეკთან თანამშრომლობით ყველა ნაბიჯს დგამს, თუმცა სემეკი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ტარიფებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება, ხოლო თუკი ეს მაინც მოხდება, სოციალურად დაუცველ ფენას არ დააწვება”, – განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაში(Video) ახალი მოდიფიკაციის 50 და 20-ლარიანი ბანკნოტების გაყალბებისა და გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დღეს დასახელდება