საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები მიხეილ გიორგაძეს უპირისპირდებიან

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები კულტურის მინისტრისგან განმარტებებს მოითხოვენ. საქმე ეხება მუზეუმს, რომლის აშენების ვალდებულებაც RMG გოლდმა საყდრისთან დაკავშირებით მიიღო და სადაც სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები უნდა განთავსდეს.

კომიტეტის წევრები აცხადებენ, სამინისტრომ ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გუშინ გამართა, სადაც საყდრისთან დაკავშირებით არაფერი თქმულა.

„არანაირად არ იქნება ამ მუზეუმში წარმოდგენილი საყდრისი იქიდან გამომდინარე, რომ მუზეუმს სახელიც კი ისეთი დაარქვეს მუზეუმს და მთლიანად გააქრეს ამ კონცეფციიდან საყდრისი. იქ გვექნება რაღაც მუზეუმი, რომელშიც განთავსდება ქვემო ქართლში აღმოჩენილი არტეფაქტები და სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენები,“ – განცხადა საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრმა, ირაკლი მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს არის ზეწოლა, თუ ეს არის რეკომენდაცია? – ნოდარ ჯავახიშვილი ალეკო ელისაშვილის განცხადებას აფასებს
შემდეგი სტატიათბილისი ახლო აღმოსავლეთის პროვინციულ ქალაქს დაემსგავსა – არქიტექტორებს შენიშვნები აქვთ