2015 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული იქნა გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამის შესახებ ,,თაიმერს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.