გიორგი ოქროპირიძე მოწმეების დაკითხვას სიცურის დეტექტორით ითხოვს

გიორგი ოქროპირიძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ მოწმეების დაკითხვა სიცრუის დეტექტორის მეშვეობით მოხდეს.

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, რომ აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მედეა ვასაძე, დაიკითხონ. მოსამართლეს შუამდგომლობებზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ლაშა მახარაძის საქმის არსებითი განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ხვალ გაგრძელდება. დღეს მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის ადვოკატებმა ახალი მტკიცებულებები წარადგინეს და საქმეში ამ მტკიცებულებების დამატება მოითხოვეს.

მათ სასამართლოს პროცესის დახურვის შუამდგომლობითაც მიმართეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ლაშა მახარაძის დედა გიორგი ოქროპირიძის დასჯას მოითხოვს.

„ნაფიცმა მსაჯულმა კარგად უნდა გაიგოს, რომ გიორგი ოქროპირიძე, ჩემი შვილის, ლაშა მახარაძის, მკვლელია. მინდა, რომ ნამდვილი მკვლელი, გიორგი ოქროპირიძე, დაისაჯოს,“- განაცხადა ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ.

banner
წინა სტატიაშიმარიამ გერსამიას გათავისუფლების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორმა განმარტება გააკეთა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წინადადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო