გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის აკადემიის რექტორად დაინიშნა. საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას ომარ ბეგოიძე დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ გაავრცელა.
“გენერალი ჩაჩიბაია პროფესიონალი გახლავთ და გამოცდილი სამხედრო მოსამსახურე. ის წარუძღვება საპასუხისმგებლო საქმეს. ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, დიდი ხანია ვფიქრობდით, თუ ვინ შეძლებდა ქვეყნის მომავალი ოფიცრების აღზრდას, რომელზეც შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაეფუძნოს”, – განაცხადა ბესიკ ლოლაძემ.
მისივე ინფორმაციით, ვლადიმერ ჩაჩიბაია საკადრო ცვლილებების შესახებ უკვე საქმის კურსშია.