“საია” საყდრისის საქმეზე ეფექტურ გამოძიებას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საყდრისის საქმეზე ეფექტურ გამოძიებას ითხოვს და მაღალი თანამდებობის პირების მხირდან პროცესებში სავარუდო ჩართულობაზე აკეთებს აქცენტს.

საია-ს პოზიციით, საბადოსთან დაკავშირებით კანონი რამდენიმეჯერ დაირღვა. პასუხისმგებლობის საკითხი კი ამ დროისვის არავისთან დაკავშირებით არ დამდგარა.

“როდესაც ხდება კულტურული მემკვიდრეობის აფეთქება, ეს არის დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით და ამ თემაზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ პროკურატურას, მაგრამ დღემდე არ არის ცნობილი რაიმე ტიპის საგამოძიებო მოქმედება შესრულდა თუ არა.

თემა, რომელიც იხილებოდა კულტურის სამინისტროში ეს იყო მხოლოდ ამ უწყების და არცერთ შემთხვევაში რომელიმე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენცია. შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით ჩარევა ამ საკითხში, უკვე ნიშნავს, რომ თემისადმი დაინტერესება იყო ძალიან მაღალი,” – განმარტავს საია-ს იურისტი სულხან სალაძე.

banner
წინა სტატიაშისოსო ჯაჭვლიანი – რაგბის ფედერაციის საქმეებში ვერავინ ჩაერევა
შემდეგი სტატია“შეღავათები სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა გადამამუშავებელ საწარმოს შეეხება”