“შეღავათები სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა გადამამუშავებელ საწარმოს შეეხება”

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების ხელშეწყობა, სადაც ეკონომიკური აქტივობა არის განსაკუთრებულად დაბალი.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა გადამამუშავებელი საწარმოს შეეხება შეღავათები, თუმცა, თუ იქნება სხვა პროექტები სოფლის მეურნეობის კუთხით, რომელიც ვერ ჯდება რაიმე შეღავათებში, მოხდება მისი ინდივიდუალური განხილვა, რომ არცერთი სოფლის მეურნეობის პროექტი დაფინანსების გარეშე არ დარჩეს.

“სოფლის მეურნეობის სამინისტრო გახლავთ ერთ-ერთი კონტრიბუტორი, ზოგადად ამ კრიტერიუმების განსაზღვრაში. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გამოვიტანეთ 12 მუნიციპალიტეტი, რომელიც გვინდოდა გამონაკლისის სახით წაგვეხალისებინა სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარების კუთხით. ეს გლობალურად აგვარებს ამ პობლემას. მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების ხელშეწყობა, სადაც ეკონომიკური აქტივობა არის განსაკუთრებულად დაბალი, ამ შემთხვევაში კარგად ახალისებს ბიზნესსექტორს, რათა გრძელვადინი ინვესტიციები აწარმოონ ამ რეგიონებში. ასევე მნიშვნელოვანია ვადა 10 წელი, რაც ნიშნავს, რომ შეუძლიათ კარგად დაგეგმონ ბიზნესი. ამ კუთხით, ეს კარგი მოტივატორია. რაც შეეხება სოფლის მეურნების კუთხით, გადამამუშავებელი წარმოება არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ განსაკუთრებულად ვახალისებთ გადამუშავებას და შესაბამისად პირველადი წარმოებიდან გვინდა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ დამატებული ღირებულება სოფლის მეურნეობაში. მთლიანი გამოშვება, რომელიც უკვე კარგ მაჩვენებელს გვიჩვენებს და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია იმ კუთხით, მაღალმთიან რეგიონეში როგორიცაა სასაწყობე მეურნეობები, შემნახველი მეურნებობი და გადამამუშავებელი, რისი დეფიციტიც დღეს არის ქვეყანაში. სწორედ ამიტომ არის პრეცედენტები, როდესაც ქართული პროდუქცია შეიძლება გადიოდეს ქვეყნიდან და ის უკან ბრუნდებოდეს შენახვის ვადის შემდგ, ამიტომ ეს მნიშვნელოვნად დააბალანსებს ამ მოცემულობას. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა გადამამუშავებელი საწარმოს შეეხება შეღავათი, თუმცა თუ იქნება სხვა პროექტები სოფლის მეურნეობის კუთხით, რომელიც ვერ ჯდება რაიმე შეღავათებში რა თქმა უნდა მოხდება მისი ინდივიდუალური განხივა, რომ არცერთი სოფლის მეურნეობის პროექტი დაფინანსების გარეშე არ დარჩეს“, – განაცხადა დანელიამ.

banner
წინა სტატიაში“საია” საყდრისის საქმეზე ეფექტურ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატია“გადმოცემული ავტოპარკი მოხმარდა ჩემი და მოადგილეების გადააგილების საჭიროებებს”