საგარეო უწყება ანტალიაში 51 წლის ქართველი ქალბატონის მკვლელობის ფაქტს ადასტურებს

 

თურქეთში, კერძოდ, ანტალიის რეგიონში, საქართველოს 51 წლის მოქალაქე მოკლეს. თურქული მედიის ცნობით, ქალბატონს თავს ქუჩაში დაესხნენ და ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა 10 სექტემბერს მოხდა. ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილის სტატუსით 44 წლის თურქი მამაკაცი უკვე დააკავა.

„თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიღებისთანავე, საელჩოს ინიციატივით შედგა კომუნიკაცია საელჩოს და ანტალიის პოლიციის წარმომადგენელს შორის, რა დროსაც ქართულ მხარეს დაუდასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება, ასევე, ინფორმაცია დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ,“ – განუცხადეს „თაიმერს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიებას თურქული მხარე აწარმოებს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც.

„გარდაცვლილის ოჯახს მომხდარის შესახებ ეცნობა დადგენილი წესის თანახმად. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, სამინისტრო განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშითემო მურვანიძე: „ვერაფერი დამავიწყებს ამ დღეს!“
შემდეგი სტატიაბიბლუსი განცხადებას ავრცელებს