“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ მივიდა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სასტუმრო “რედისონში” საერთაშორისო კონფერენციას მართავს, სადაც საკონსტიტუციო კომისიის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. კონფერენცია ფოკუსირდება კონსტიტუციური რეფორმის სამ საკითხზე: პრეზიდენტის უფლებამოსილებები და არჩევის წესი; პარლამენტის საარჩევნო სისტემა; ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი და საპარლამენტო ზედამხედველობა. კონფერენციას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ ესწრება:

“ჩვენ შევეცადეთ, ამ დისკუსიაზე დაგვეძახა აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის. ამ შეხვედრაზე მოვიწვიეთ საქართველოს პრეზიდენტი ან პრეზიდენტის წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ ისინი ამ შეხვედრას არ ესწრებიან. საქართველოს პრეზიდენტს ჰყავს სტუმარი, ლატვიის პრეზიზენტი არის ჩამოსული, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ადმინისტრაციიდან არავინ მოვიდა ამ შეხვედრაზე, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პრეზიდენტის არჩევის წესზე”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაში„საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინასწარი ვერსია უახლოეს მომავალში იქნება მზად“ – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი: “ქართულ ოცნებას” მორჩილი პრეზიდენტი უნდა