ლევან ბეჟაშვილი: “ქართულ ოცნებას” მორჩილი პრეზიდენტი უნდა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორთან დახურულ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მომავალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული და უნდა იყოს აკადემიური. “შეხვედრაზე ითქვა, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს კულუარებში და არა მოსახლეობაში. რომ პოლიტიკური პროცესი ართულებს ვითარებას და ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ სიარული არ სჭირდება პრეზიდენტის არჩევას,” -განაცხადა ბეჟაშვილმა. “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში სახიფათო სიგნალებს ხედავს.” როდესაც ვისმენთ, რომ ბლოკები უნდა გაუქმდეს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, როდესაც არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, როგორ მოხდება მაჟორიტარული სისტემის ჩანაცლება, ეს არ არის დემოკრატიულო პროცესი,” -დასძინა ბეჟაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობს, სადაც მთავარი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებია.
კონფერენცია მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ მივიდა
შემდეგი სტატიაგაერო-ს ექსპერტები: თამბაქოზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს