საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მარიხუანა და აკრძალული პრეპარატები აღმოაჩინეს

news
: news მარტი 2, 2016 19:37

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მარიხუანა და აკრძალული პრეპარატები აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე “სადახლო-საავტომობილო” შემოსულ ავტომანქანაში 4,2 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. როგორც “თაიმერს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ავტომანქანას, რომელიც ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს, საქართველოს მოქალაქე ჯ. დ. მართავდა.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა მარნეულის საგამოძიებო სამსახურის სადახლოს განყოფილებას.

იმავე დღეს, საბაჟო გამშვები პუნქტის, “ვალეს” კონტროლის ზონაში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ც.ა.-ის ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, სკანერზე დათვალიერების შედეგად 16 აბი მედიკამენტი Lomotil (შეიცავს 2,5 მგ. ნარკოტიკულ საშუალებას Diphenoxylate) აღმოაჩინეს. შემდგომი რეაგირებისათვის, საქმე გადაეცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.

მსგავსი ფაქტი მოხდა 28 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე “სარფი”. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე შ. მ.-ის პირადი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYPRE – 56 კაფსულა (50მგ პრეგაბალინ – ის შემცველობით) აღმოაჩინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა შსს აჭარის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.

news
: news მარტი 2, 2016 19:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,744
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics