რეჯეფ ერდოღანის მიერ ვლადიმერ პუტინის სახელზე გაგზავნილ წერილში სიტყვა „ბოდიში“ ნახსენები არ არის. წერილში გამოთქმულია მწუხარება თვითმფრინავის პილოტის დაღუპვასთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტი თანაგრძნობას არა რუსეთს, არამედ, დაღუპულის ოჯახს უცხადებს – წერს თურქული მედია ადგილობრივ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით. ინფორმაციაში, ასევე აღნიშნულია, რომ კომპენსაციის გადახდას თურქული მხარე არ აპირებს და ამაზე არც წერილში ყოფილა საუბარი. სამთავრობო წყარო აღნიშნავს, რომ ერდოღანის წერილი ემსახურება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას, თუმცა თურქეთი თავის პოზიციას ყირიმთან და სიარიასთან მიმართებით არ შეიცვლის. რუსი პოლიტიკოსების და მედიის მიერ ერდოღანის წერილის საკუთარმა ინტერპრეტაციამ აჟიოტაჟი გამოიწვია სოცქსელებში. რუსი მომხმარებლები ირონიულად აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის გარემოცვაში თურქული ენა ცუდათ იციან და რომ დიმიტრი პესკოვს ახალი თარჯიმანი სჭირდება.
რუსი პოლიტიკოსების და მედიის მიერ ერდოღანის წერილის საკუთარმა ინტერპრეტაციამ აჟიოტაჟი გამოიწვია სოცქსელებში. რუსი მომხმარებლები ირონიულად აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის გარემოცვაში თურქული ენა ცუდათ იციან და რომ დიმიტრი პესკოვს ახალი თარჯიმანი სჭირდება.