პაატა ბურჭულაძე: უკანონო მოსმენები ამ დრომდე გრძელდება

ვინც გვისმენს ყველა უნდა დაისაჯოს-ასე ეხმაურება მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი, დღეს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის დაკავების ფაქტს.

პაატა ბურჭულაძემ განცხადება, ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, არა მარტო ხიზანიშვილი, არამედ უნდა დაისაჯოს ყველა ვინც მოსმენებს ახორციელებს.

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ უკანონო მოსმენები ამ დრომდე გრძელდება. ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ მისი ტელეფონი ისმინება.

“ისე არაპროფესიონალურად მისმენენ, რომ ბოლომდე ვერ ვამთავრებ ჩემს აზრს,”-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

https://youtu.be/Iw5cCVtnozM

banner
წინა სტატიაშისანიაღვრე სისტემები მოეწყო ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში
შემდეგი სტატიარუსული მედია სასურველს რეალურად ასაღებს