რუსეთმა თურქეთზე კიბერშეტევა განახორციელა…

თურქული მედიის ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა 4000-ზე მეტ თურქულ სახელმწიფო და კერძო საიტზე ჰაკერული შეტევა განახორციელეს…

გავრცელებული ინფორმაციით, კიბერ შეტევა სახელმწიფო ორგანოების საიტებზე, ტელემედიაზე და სასაწავლო საგანმათლებლო საიტებზეც განხორციელდა, რაც სახელმწიფო სერვისის მხრიდან მომსახურეობის დაგვიანების და კომერციული სტრუქტურების მხრიდან კი, გარკვეული ზარალის საბაბი გახდა…

როგორც თურქული მედია აცხადებს, ამ შეტევაში მთავარი ეჭვმიტანილები რუსი ჰაკერები არიან, რასაც თურქი სპეციალისტებიც ადასტურებენ… და მათ მოქმედებებს, რუსული ბომბდამშენის თურქეთის მიერ ჩამოგდებას უკავშირებენ.

თურქული მედიით გაკეთებულ განცხადებებში, ექსპერტები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ არ გახსნან ინტერნეტით უცნობი მისამართებიდან მიღებული საეჭვო შეტყობინებები.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს რეზოლუცია, რომელიც სირიაში ომს დაასრულებს…
შემდეგი სტატია“ლიბერთი ბანკის” დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს