გაერო-ს რეზოლუცია, რომელიც სირიაში ომს დაასრულებს…

U.S. Secretary of State John Kerry, United Nations secretary general Ban Ki-moon and Russian foreign minister Sergey Lavrov (C) sit with other ministers and delegates at the start a meeting on Syria in New York, December 18, 2015 REUTERS/Jewel Samad/Pool

გერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად  მიიღო რეზოლუცია, რომელიც 14 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიღწეულ შეთანხმებას ამტკიცებს…

რეზოლუციის თანამად, სირიაში 6 თვის განმავლობაში გარდამავალი პოლიტიკური პერიოდი უნდა გამოცხადდეს და 18 თვის გასვლამდე არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამასთანავე, არჩევნები ახალი კონსტიტუციის მიხედვით, გაერო-ს ზედამხედველობით და სახემწიფო მმართველობის პრინციპით  იქნება ჩატარებული. 

მიღებული რეზოლუცია, ავალდებულებს სირიის ხელისუფლებას და ოპოზიციას გარდამავალი პერიოდის პირობები 2016 წლის იანვრის დასაწყისიდან მიიღონ. ამავე დროს, გაერო ავალდებულებს ყველა ქვეყანას, გამოიყენონ საკუთარი გავლენა, რათა მხარეები აიძულოს გარდამავალი პერიოდში სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე.

რეზოლუციის თანახმად, გაერო-ს გენ-მდივანი პან გი მუნი, ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავოს და წარადგინოს ვარიანტები, რომლებიც სირიაში მონიტორინგისა და პასუხისმგებლობის მექანიზმებს უზრუნველყოფს.

გაეროს უშიშროების საბჭოზე მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სირიაში არ ეხება ,,ისლამურ სახელმწიფოს,, ,  ,,ალ-ნუსრას,, (,,ალ-ქაიდაში,, შემავალი დაჯგუფება) და ზოგიერთ ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც სირიაში მოქმედებენ და რომელთა მიმართ საბრძოლო ოპერაციები მათ სასბოლოო განადგურებამდე გაგრძელდება.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიესტონეთის ექს-მინისტრი: 20 წლის შემდეგ ეს ბავშვები ყელს გამოგვჭრიან
შემდეგი სტატიარუსეთმა თურქეთზე კიბერშეტევა განახორციელა…