რუსეთმა კავკასია-2016-ის წვრთნის დაგეგმვისას აშშ-საქართველოს სამხედრო სწავლება გაითვალისწინა – გერასიმოვი

რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ მასშტაბური სამხედრო წვრთნის კავკასია-2016-ის დაგეგმვისა და ჩატარებისას გაითვალისწინა პარალელურად მიმდინარე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ამერიკულ-ქართული სწავლება, რომელშიც 1500-მდე სამხედრო მონაწილეობდა. ჩვენ მათი მოქმედებები გავითვალისწინეთ” – განაცხადა გერასიმოვმა.

მისივე თქმით, „წვრთნები უკრაინის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, როგორც ამის შესახებ ზოგიერთი მედია საშუალება წერდა“

რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული წვრთნა კავკასია-2016 5-10 სექტემბერს სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე გაიმართა. სწავლებაში 120 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. სწავლება ჩატარდა როგორც დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე ანექსირებული ყირიმშიც.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა
შემდეგი სტატია„პატრიოტი“ ოთარ ჭითანავა სამეგრელოს გუბერნატორს ზეოწლაში ადანაშაულებს