„პატრიოტი“ ოთარ ჭითანავა სამეგრელოს გუბერნატორს ზეოწლაში ადანაშაულებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 14, 2016 18:48

„პატრიოტი“ ოთარ ჭითანავა სამეგრელოს გუბერნატორს ზეოწლაში ადანაშაულებს

14360268_1196719633684869_694635264_o (1)„პატრიოტთა ალიანსის“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ლევან შონიას ზეწოლაში ადანაშაულებს. ყოველ შემთხვევაში, ჭითანავა აცხადებს, რომ შონია აიძულებს, კანდიდატურა „ოცნებელი“ მერაბ ქვარაიას სასარგებლოდ მოხსნას.
„ბატონო ლევან, მე ბოლომდე ვიბრძოლებ და კანდიდატურას არ მოვხსი. აი, თქვენ კი მოგიწოდებთ, მოხსნათ თქვენს მიერ წარდგენილი მერაბ ქვარაია და გაერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთად დავამარცხოთ სააკაშვილი ზუგდიდში. თქვენ დაკავებული ხართ ჩვენთვის ხელის შეშლით, ყოველდღე ანადგურებთ ჩვენს პლაკატებს, ინტენსიურად იბარებთ სოფლის გამგებლებს ერთი მოთხოვნით – მათ ხელი შეუშალონ ჩვენს პარტიას გამარჯვებაში,“ – აცხადებს ჭითანავა და აქვე, არ გამორიცხავს, რომ „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის შესაძლოა, გარკვეული გარიგება არსებობდეს. ასეთი ეჭვი ჭითანავას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, მერაბ ქვარაია, როგორც ჭითანავა ამბობს, სააკაშვილის მეუღლეს, სანდრა რულოვსს ძალიან თბილად შეხვდა და ამით „ზუგდიდობა“’ ნაციონალებთან შერიგების დღედ გამოაცხადა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 14, 2016 18:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics