რუსეთის ეკლესიის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში – საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო თბილისში რუსული ეკლესიის გავლენიანი მღვდელმსახურის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი, რომ შეხვედრაზე ილია მეორეს საქართველოში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი გააცნეს.
“დღეს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად. სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.
უახლოეს პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა,”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითუ ხორავას ქუჩაზე მომხდარში ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი – დეკანოზი შიო მენაბდე
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი : მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც თბილისელები გადაადგილდებიან