საქართველოს საპატრიარქო თბილისში რუსული ეკლესიის გავლენიანი მღვდელმსახურის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი, რომ შეხვედრაზე ილია მეორეს საქართველოში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი გააცნეს.
“დღეს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად. სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.
უახლოეს პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა,”-ნათქვამია განცხადებაში.