რომან შამათავას საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის ყოფილი უფროსის რომან შამათავას სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომაზე ბრალდების მხარემ თავისი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. სხდომების მიმდინარეობის განმავლობაში პროკურატურამ საერთო ჯამში 50-მდე მოწმე დაკითხა. მათ შორის აჭარის კუდ-ის ყოფილი ოფიცერი გიორგი ჩიქოვანი იგივე “მაიმუნა”, რომელიც ბრალდებამ ინგლისიდან სკაიპის მეშვეობით დაკითხა და პროკურორის განცხადებით, მან დაადასტურა, რომ შამათავამ შუა ზღვაში თავში ერთი გასროლით მოკლა დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა. სხდომას ბრალდებული არ ესწრებოდა.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ამოწურა წარმოდგენილი6 მტკიცებულებების გამოკვლევა. გამოკვლეული იქნა ყველა ის მტკიცებულება რომელიც ადასტურებდა რომან შამათავას მიმართ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს. ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოება რომ მან როგორც 2008 წლის 17 აგვისტოს ასევე 2008 წლის 27 აგვისტოს, პირველ შემთხვევაში დავით ცინდელიანის ხოლო მეორეს შემთხვევაში პაატა ქარდავას ფაქტთან დაკავშირებით ორივეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება შემდგომ გაიყვანა ზღვაში და თავში ერთი გასროლით განზრახ მოკლა ორივე პიროვნება. აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს ჩვენს მიერ სასამართლოზე წარმოდგენილმა რამდენიმე ათეულმა მოწმემ. დადასტურებული არის წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. ასევე სხვადასხვა მტკიცებულებებით გამოკვლეული იქნა , მათ შორის სატელეფონო საუბრებით, მათშორის იმ ანძებით რომლებიც იმ კონკრეტულ დღეებში ემსახურებოდათ საქმეში არსებული პირების მობილურ ტელეფონებს მათ შორის ბრალდებული რომან შამათავას ნომერს”, – განაცხადა პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა.

მომავალი სასამართლო სხდომა 2 სექტემბერს 15:00 საათზე გაიმართება და სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყება. ადვოკატის ცნობით, შემდეგ სხდომას ბრალდებული რომან შამათავაც დაესწრება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის ყოფილ უფროსს პროკურატურა ხაიშის სატყეო მეურნეობის რეინჯერის დავით ცინდელიანისთვიდ და სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლის პაატა ქარდავასთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და მათ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ედავება.

banner
წინა სტატიაშინიცელი ტერორისტის ყოფილი ცოლი დააკავეს
შემდეგი სტატიაიან კელი: მნიშვნელოვანია სასამართლო თავისუფალი იყოს პოლიტიკური კონტროლისგან