ნიცელი ტერორისტის ყოფილი ცოლი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა მოჰამედ ბულელის, ტერორისტის ცოლი, რომელიც სატვირთოს მართავდა ნიცას ტერაქტისას – ადგილობრივი მედია წერს.
დაკავების მიზეზი არ ზუსტდება. ცოტა ადრე გავრცელდა, რომ ტერორისტის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ადრე ნიცაში სატვირთომ ადამიანებს გადაუარა, რომლის შედეგადაც დაღუპულია 84 ადამიანი. კრიტიკულ მდგომარეობაში, “ბიბისის” ცნობით უკვე 50-მდე ადამიანია.

მანქანას საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით ტუნიზელი მოჰამედ ბულელი მართავდა. ის პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს.
მომხდარი შეფასებულია როგორც ტერორისტული აქტი. მომხდარზე, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობა არავის აუღია.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაიამ ნილს სკოტს სოფელ რუხსა და რიყეში მიმდინარე პროექტები გააცნო
შემდეგი სტატიარომან შამათავას საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა