რომან გოცირიძე: თიბისი ბანკის მიერ ბანკ რესპუბლიკის შეძენა არის საქართველოს საბანკო სისტემის განვითარებაში სერიოზული უკან გადგმული ნაბიჯი

gocirთიბისი ბანკის მიერ ბანკ რესპუბლიკის შეძენა არის საქართველოს საბანკო სისტემის განვითარებაში სერიოზული უკან გადგმული ნაბიჯი შემდეგი მიზეზების გამო:
1. ქვეყნიდან გადის მსოფლიოში ცნობილი ბანკი, სოსიეტე ჟენერალე. ეს არა მარტო აღარიბებს ქართულ საფინანსო სისტემას, ასუსტებს კონკურენციას, არამედ ცუდ სიგნალს აძლევს უცხოელ ინვესტორებს.
2. თიბისი ბანკის მიერ მისი შეძენა კიდევ უფრო ზრდის მონოპოლიზმს ქართულ საბანკო ბაზარზე და კიდევ უფრო აძლიერებს ორი ბანკის დომინირებულ პოზიციებს, რაც არ უწყობს ხელს ფინანსური სისტემის განვითარებას.
3. ჩინური ჯგუფის მიერ ბანკ რესპუბლიკის ყიდვაზე უარის თქმა, ბადებს ბევრ კითხვას, რომელსაც საზოგადოების წინაშე უნდა გაეცეს პასუხი.
4. ის, რომ ტბს ბანკმა ბანკ რესპუბლიკასთან ერთად იყიდა პროგრესბანკი, რომელიც ეკუთვნის ქართველ მაღალჩინოსანს-კახა კალაძეს(არაპირდაპირ), ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს და კრიმინალური წარსულის მქონე რუს ბიზნესმენს,ილია გავრილოვს( ნახეთ გუგლი), ბადებს სერიოზულ ეჭვებს, რომელიც სცდება წმინდა საბანკო გარიგების ფარგლებს.
ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც, როგორ ზედამხედველობის და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გამტარებელმა ამ სფეროში-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია ჩხოროწყუში ,,კარდაკარს,, ატარებს
შემდეგი სტატიასახიფათო SAMSUNG Galaxy Note 7 ხანძარს აჩენს და ხელში ფეთქდება!