გიგა ბოკერია: როგრც ჩანს, ივანიშვილს ვერავინ შეჰბედა სტრასბურგის გადაწყვეტილება ეთქვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სტრასბურგის სასამართლოს მიერ, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

განცხადება პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. გიგა ბოკერია ექსპრემიერ ივანიშვილის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

“მე ცოტახნის წინ მითხრეს და მინდა დავაზუსტო, მართლა ასე არის საქმე თუ არა. ივანიშვილების რეჟიმი ყოველ დღე გვაკვირვებენ, რომ თურმე ივანიშვილისთვის უკითხავთ ამ საქმის შესახებ და მას უთქვამს ტყუილიაო. როგორც ჩანს ვერავინ ვერ შეჰბედა, რომ ეთქვა ეს მოხდა ან მოხდება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ეს ადამიანი და მისი პოლიტიკური მონების გუნდი მართავს,“- განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში 18-ე მუხლი მიუთითა, რომელიც დისკრიმინაციას გულისხმობს.

„მთელი ისტორიის განმავლობაში ევროპის სასამართლოში საქმეები სადაც მე-18 მუხლი, ანუ მუხლი დისკრიმინაციის და ამ შემთხვევაში პოლიტიკური დისკრიმინაციის შესახებ იქნა დადგენილი, ამ მუხლის დადგენა არის სულ შვიდი, ამ ბოლო, ვანო მერაბიშვილის საქმის ჩათვლით. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ლიდერს, ყოფილ პრემიერმინისტრს დაუდგინეს, რომ მასთან მიმართებაში დაირღვა მე-18 მუხლი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტრო ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ჩვენ 26 წელია ევროპაში ვიზებით დავდივართ და 26 დღესაც მოვითმენთ