რაიმონდ პაულსი საქართველოს „ღირსების ორდენით“ დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანებულება გამოჩენილი ლატვიელი კომპოზიტორის რაიმონდ პაულსის „ღირსების ორდენით“ დაჯილდოების შესახებ.

ამასთან დაკავშირებით რიგაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელზეც ლატვიელ კომპოზიტორს „ღირსების ორდენი“ გადასცა ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ. მან მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმად რაიმონდ პაულს საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო მიენიჭა მრავალწლიანი წარმატებული შემოქმედების აღსანიშნავად და ქართულ-ლატვიური კულტურული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით. რაიმონდ პაულსმა მადლობა გადაიხადა ჯილდოს გადაცემისთვის და მიიწვია ელჩი იურმალაში 17 ივლისს დაგეგმილ შემოქმედებით საღამოზე.

banner
წინა სტატიაშიავიგდორ ესკინი აზერბაიჯანმა ,,შავ,, სიაში შეიტანა
შემდეგი სტატიათავდასხმა ,,ქუთაისი თუდეის,, დამფუძნებელზე- ბუბა ჩივაძე სასტიკად ნაცემია