ავიგდორ ესკინი აზერბაიჯანმა ,,შავ,, სიაში შეიტანა

რამდენიმე დღის უკან ყარაბაღის კონფლიქტურ რეგიონში ჩასული რუსეთის პუბლიცისტურ წრეებში მოღვაწე ებრაელი პოლიტოლოგი ავიგდორ ესკინი, აზერბაიჯანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნებართვო ჩასვლის გამო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
სტეპანაკერტში ჩასული ებრაელი პოლიტოლოგი, რომელიც პუტინისტური რუსეთის შეხედულებებს იზიარებს და ,,რუსული სამყაროს,, გავრცელების მომხრეა, ახლო აღმოსავლეთში სომხეთის მოსალოდნელ როლზე საუბრობს. ,,2-3 წელიწადში ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვლება. მოხდება ისრაელისა და ირანის დაახლოება, რადგან დღეისთვის მათ შორის წინააღმდეგობა ფაქტიურად არ არსებობს. ამ მხრივ სომხეთსაც განსაკუთრებული როლის თამაში შეეძლება, თუ ამას თვითონ მოინდომებს,, განაცხადა სომხურ მედიასთან ესკინმა.


ებრაელი პოლიტოლოგი გაკვირვებული დარჩა აზერბაიჯანის გადაწყვეტილების გამო მისი ფიგურის ,,შავ სიაში,, შეტანაზე.
,,მე ყარაბახში პოლიტიკაზე არ მისაუბრია და არც სომეხ მასპინძლებს უხსენებიათ ჩემთან აზერბაიჯანელები. ილხამ ალიევმა ბაქოში თბილად მიიღო ალექსეი პროხანოვი (ცნობილი რუსი მწერალი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე რედ.) რომელიც აზერბაიჯანელებს ყარაბახის ომის დროს აგინებდა და ლანძღავდა ხოლოსომხებს გმირებად მოიხსენიებდა, მე კი არასოდეს გამილანძღია აზერბაიჯანელები,, განაცხადა ავიგდორ ესკინმა.შეგახსენებთ, რომ ავიგდორ ესკინმა რამდენიმე დღით ადრე სააგენტო ,,რეგნუმში,, გამოაქვეყნა სტატია სათაურით ,,მოსკოვის თბილისური ფოცხები,, რომელიც რუსეთის მიერ დაფინანსებულ ქართულ პოლიტიკურ წრეებს ეხებოდა. ,,თაიმერმა,, ესკინის ამ სტატიის შესახებაც მოუთხრო მკითხველს.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავა: მარგველაშვილი ერთ-ერთი სამრცხვინო ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში
შემდეგი სტატიარაიმონდ პაულსი საქართველოს „ღირსების ორდენით“ დაჯილდოვდა