რადას დეპუტატის საუბარი სახელმწიფო გადატრალების შესახებ ქსელში გასაჯაროვდა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი სერგეი პაშინსკი დნეპროპეტროვსკის მხარის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს გენადი კორბანს უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩაგდებას სთავაზობდა – ამაზე სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მოწმობს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა უფროსმა ანდრეი პორტნოვმა გაასაჯაროვა.
უკრაინული მედიის ცნობით, საუბარი 2014 წელს შედგა. მაშინ კორბანი ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.
საუბარში პაშინსკი თანამოსაუბრეს სთავაზობს ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება და “უხელმძღვანელონ, რომ უკრაინა აყვავდეს”. პასუხად კორბანი აღელვებით პასუხობს და ეუბნება, რომ “მსგავს საკითხებზე არ ისაუბროს”, რაზეც პაშინკი პასუხობს, რომ ის “პოროშენკოს მეგობარია”. ამასთანავე, დეტუტატი პირობას დებს “დახვრიტოს პოროშენკოს ის ახლობლები”, რომლებიც მას მტერს ეძახიან. “მათ არაფერი შეუძლიათ. მათ მოპარვაც კი არ იციან” – ამბობს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს უკრაინის გენპროკურატურამ გაავრცელა, რომ პაშინსკი ევრომაიდანის სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია. გამოძიება დაინტერესებულია 2014 წლის 18 თებერვლის გარემოებებით, რომლის დროსაც პაშინსკი გარკვეულ ადამიანებს დაეხმარა დამალულიყვნენ , რომელთა მანქანებშიც აქტივისტებმა სნაიპერის შაშხანა იპოვეს, საიდანაც ევრომაიდანის აქტივისტებს ხოცავდნენ.

banner
წინა სტატიაშითურქეთში კიდევ 6 ათასი სახელმწიფო მოსამსახურე დაითხოვეს
შემდეგი სტატიაგასულ წელს აშშ-მ შვიდ ქვეყანაში 26 ათასი ბომბი ჩამოაგდო