ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა

ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა. სკვერში ე.წ. „მზის გვირილა“ დამონტაჟა, სადაც თავმოყრილია USB დასამუხტი წერტილები, მოსასვენებელი სკამები განათებით, გამწვანება და მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი წერტილები.

აღნიშნული ტექნოლოგიური ინსტალაცია, დღისით მასზე განთავსებული მზის ბატარეების მეშვეობით, იღებს საჭირო ენერგიას და გამოიყენება როგორც ავტონომიური დასამუხტი საშუალება, რაც უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ სექტემბრერში აღნიშნულ სკვერში ხელმსაწვდომი იქნება WI-FI, ელექტრო ბიბლიოთეკა და სხვადასხვა ინფორმაციის მიღება QR კოდების მეშვეობით
ენერგოეფექტური სკვერი ამიერკავკაციაში პირველია. მას ქუთაისში სათემო სოციალური მარკეტინგის საპილოტე კამპანიის ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია – „ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯია“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხსნის.

banner
წინა სტატიაშითურქული მედია – სტამბოლის აეროპორტში ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთი თვითმკვლელი სავარაუდოდ ჩეჩენია
შემდეგი სტატიასაარჩევნო სიას „თავისუფალი დემოკრატები“ 16 ივლისს წარადგენენ