ქუთაისის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 12, 2017 10:55

ქუთაისის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხმა მე-15 საარჩევნო უბანზე მისცა. გიორგი ჭიღვარია დარწმუნებულია,რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქუთაისი იქნება უკეთესი ქალაქი.

,,ჩვენთვის მნიშვნელიბა არ აქვს იმუშავებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის მიუხედავად,რადგან ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს” – განაცხადა ჭიღვარიამ.

ქუთაისში საარჩევნო უბნები მშვიდ ვითარებაში გაიხსნა. მეორე ტურში ქუთაისელები არჩევანს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიას და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გააკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩევა.

ქუთაისში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ჩატარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 12, 2017 10:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics