(video) ქართულმა ოცნებამ, დაახლოებით, იმდენი ხმა აიღო ახლა, რაც ენმ-მ 2012 წელს

chixradze“ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად არ მოსწონს გიორგი მარგველაშვილი,” – ეს განცხადება პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ, საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობის საფრთხეზე საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ “საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ძალიან სერიოზული გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლებისათვის”.

ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ კონსტიტუცია და საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის პრეროგატივა.

„პიროვნულ, პერსონალურ ვენდეტასთან გავქვს საქმე. ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად არ მოსწონს გიორგი მარგველაშვილი იმიტომ, რომ აღმოჩნდა, მარგველაშვილი არ არის უსიტყვო შემსრულებელი ყველაფერი იმისა, რაც შეიძლება მოისურვოს ერთმა ადამიანმა ან ერთმა პოლიტიკურმა ძალამ,“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.მისივე განცხადებით ქართულმა ოცნებამ დაახლოებით იმდენი ხმა აიღო ახლა, რაც ენმ-მ 2012 წელს.

“შედეგი, რაც აიღო ქართულმა ოცნებამ, არ არის ისეთი, როგორიც იყო 2012 წელს. მაშინ მილიონზე მეტი ხმა იყო მათ სასარგებლოდ, დღეს კი მათ დაახლოებით იმდენივე ხმა მიიღეს, რაც 2012 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს შეიძლება, ბოლო დროის მანდატია. გარკვეულ ზღვარზე გავდივართ. იმედი მაქვს, ეს რისკი გაცნობიერებული იქნება ხელისუფლების მხრიდან და არ გაიმეორებენ წინა ხელისუფლების შეცდომებს. საკონსტიტუციო უმრავლესობას დაცვის მექანიზმები სჭირდება, მაგრამ ბევრი კარგი რამის გაკეთებაც შეიძლება. ეს გარანტიები კი ოპოზიციამ უნდა შექმნას,” – აცხადებს ჩიხრაძე.

ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის პარლამენტში ყოფნა ტრაგიკული არ არის. მეტიც, მას მიაჩნია, რომ, თუ ასეთი განწყობები ქვეყანაში არსებობს, ეს ადამიანები პარლამენტშიც უნდა იყვნენ. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ პარტიის მიერ მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ მათი რიცხვი საგრძნობლად ცოტაა.

https://youtu.be/RgCYbwpVov4

 

banner
წინა სტატიაში(video) ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და დავანახოთ საზოგადოებას ხელისუფლებაზე უკეთესი ალტერნატივა
შემდეგი სტატიარუსთავი2 პროდასავლურ პარტიებს უფრო მეტ საეთერო დროს გამოუყოფს