“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის მეორე ნახევარში დაასახელებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 7, 2018 12:33

“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის მეორე ნახევარში დაასახელებს

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით შიდაპარტიული კონსულტაციები დაწყებულია – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებს.

„”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიაში დაწყებულია. რაც შეეხება კანდიდატის დასახელებას, ამას ჩვენ ივლისის მეორე ნახევარში, აგვისტოს დასაწყისში გავაკეთებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ღირსეული კანდიდატურა იქნება და ექნება გამარჯვების მაღალი შანსები,“ – განაცხადა

არჩილ თალაკვაძის თქმით, 11 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცება მოხდება. ასევე, ივანიშვილი იქნება არჩეული პარტიის თავმჯომარედ.

„კურიერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პარტიაში დაბრუნების შემდეგ ივანიშვილი პირადად მართვას კონსულტაციებს მის გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ, ექსპრემიერმა თანაპარტიელებს ისიც უთხრა, რომ რამდენიმე კანდიდატმა მას საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვაზე უარი უთხრა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 7, 2018 12:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics