ნეთანიაჰუ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრება

რუსული მედიის ცნობით, სრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, 9 მაისს მოსკოვში ჩადის

კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 9 მაისს ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავა.

„ისრაელი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 9 მაისს მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩამოდის. ნეთანიაჰუ მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით გასამართ სამხედრო აღლუმზეც მიწვეულ იქნა,, ნათქვამია კრემლიდან გავრცელებულ განცხადებაში.

ნეთანიაჰუ მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის მეორე ნახევარში დაასახელებს
შემდეგი სტატიამძღოლებმა ზუგდიდში აქცია განაახლეს