ქალთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფების წარმომადგენლებს დღეს პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი შეხვდება.
პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას იმ რეკომენდაციებისა და მოსაზრებების მოსმენა სურს, რაც ქალთა ძალადობასა და ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულთა შეწყალებას შეამცირებს.
„გაიმართება მაქსიმალურად ფართო კონსულტაციები ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან, პროფესიულ წრეებთან იმისთვის, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები და რჩევები როგორ უნდა გაძლიერდეს შეწყალების კომისია, რომ მაქსიმალურად ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევებში განხილვის სტანდარტი იყოს რაც შეიძლება მაღალი და მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს,“-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.