პუტინის ვიზიტი აფხაზეთში გააკრიტიკეს ნატოში

ნატოში გააკრიტიკეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში. ამის შესახებ ალიანსის წარმომადგენელმა განუცხადა სააგენტო Reuters-ს.
“ვლადიმერ პუტინის ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში სამხედრო კონფლიქტის მეცხრე წლისთავზე ძირს უთხრის საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობას მიაღწიოს კონფლიქტის მშვიდობიან და შეთანხმებულ გადაწყვეტას”, – განუცხადა სააგენტოს ნატოს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა და ბიჭვინთაში სეპარატისული რეჟიმის ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. პუტინი დაპირდა მას აფხაზეთის “სუვერენიტეტის” შენარჩუნებას.

 

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდაზე ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი
შემდეგი სტატიალატვიაში აიკრძალა გამოცდების ჩაბარება რუსულ ენაზე