მთაწმინდაზე ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი

მთაწმინდაზე ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიხანძარი თბილისში, მთაწმინდაზე „ეშმაკის ბორბალს“ უახლოვდება
შემდეგი სტატიაპუტინის ვიზიტი აფხაზეთში გააკრიტიკეს ნატოში