პროფესიული წინსვლის კიდევ ერთი მაგალითი

სასწავლო დაწესებულებებში მიღებული განათლება აუცილებელია შემდგომი პროფესიული კარიერის განსახორციელებლად. თუმცა ზოგიერთი საქმიანობის სფერო კონკრეტული საკითხების ზედმიწევნით ცოდნას საჭიროებს, რაც ხშირად საუნივერსიტეტო განათლების მიღმა რჩება და შესაბამის გადამზადებას მოითხოვს.

ამდენად, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება საკმარისი არ არის სამსახურებრივი დავალებების ჯეროვნად შესასრულებლად, განსაკუთრებით იმ სფეროში, როდესაც იხარჯება სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური რესურსები და იზრდება სამსახურებრივი პასუხისმგებლობაც. იმ საჯარო მოსამსახურეებს შორის, ვინც ჩართულნი არიან სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში და ფუნქციურად ევალებათ შესყიდვების ყველა ეტაპის მონიტორინგი, აღნიშნული საკითხებისადმი პროფესიული ინტერესი მატულობს და ხშირად მათი სპეციალური გადამზადების საჭიროებაც წარმოიქმნება.

ბექა ღარიბაშვილი, პროფესიით ფინანსისტია, თავდაპირველად დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საატესტაციო კომისიის მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. მან 2014 წელს წარმატებით დაასრულა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დარგობრივი კურსი ,,საჯარო ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი“. როგორც თავად აღნიშნავს, სასწავლო პროგრამის შედეგად მიღებულმა ცოდნამ დადებითი გავლენა იქონია მის შემდგომ პროფესიულ წინსვლაზე. შესაბამისად, მან გადაინაცვლა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე და დღემდე აგრძელებს საქმიანობას საჯარო ფინანსებისა და შესყიდვების სფეროს მიმართულებით.

,,უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა, თეორიული ცოდნა მიმეღო. თუმცა, ნებისმიერი პრაქტიკოსი დამეთანხმება, რომ სამუშაოს შესრულებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტული მაგალითების გაზიარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. პირადი გამოცდილებით ვიტყოდი, რომ სკოლამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ჩემს შემდგომ სამსახურებრივ წინსვლაზე. ეს კი მიუთითებს სკოლის პრესტიჟსა და პოპულარობაზე საჯარო მოსამსახურეებს შორის. მოვუწოდებდი ყველას, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც მათ სკოლა სთავაზობს,’’ – განაცხადა ბატონმა ბექა ღარიბაშვილმა.

ყოველი წარმატებული ისტორია სკოლის საქმიანობის წარმატებაზე მიუთითებს, რაც ეხმიანება სასწავლო დაწესებულების გაცხადებულ მისიასა და მიზნებს.

banner
წინა სტატიაში(video) ნოდარ ჯავახიშვილმა და მინდია ჯანელიძემ ბორჯომში სტიქიის ზონები მოინახულეს
შემდეგი სტატია(FOTO) სტიქია ბორჯომში – დღეს დილიდან ქალაქის დასუფთავება დაიწყო