(video) ნოდარ ჯავახიშვილმა და მინდია ჯანელიძემ ბორჯომში სტიქიის ზონები მოინახულეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 5, 2016 03:02

(video) ნოდარ ჯავახიშვილმა და მინდია ჯანელიძემ ბორჯომში სტიქიის ზონები მოინახულეს

მოტეხილი ხეებისგან პლატოზე სამანქანო გზა ნაწილობრივ გაიწმინდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ნოდარ ჯავახიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი – მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი – აკაკი მაჭუტაძე, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი – გედევან ფოფხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პლატოზე იმყოფებოდნენ და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ. ზარალის ოდენობის დათვლა ხვალიდან დაიწყება. მაშველები შემთხვევის ადგილებზე მუშაობას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, პლატოზე ხეების მოტეხვა სტიქიამ გამოიწვია. ძლიერი წვიმა და სეტყვა 20:00 საათზე დაიწყო და 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 5, 2016 03:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics